GD Banner
პოლიტიკა

პირველად ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ლგბტ ფესტივალი გაიმართება

1 ივნისს მსოფლიო მასშტაბით „ღირსების მარში“ იწყება.

პირველად უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ლგბტქ+ თემის წევრების უფლებებისა და მათი ხილვადობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ NV Life იუწყება.

KyivPride 2024-ის ორგანიზატორების თქმით, „უკრაინაში პრაიდი არის პლატფორმა ადამიანის უფლებებისთვის, ბრძოლისთვის და დიდი ომის პირობებში, ეს არის შესაძლებლობა დამატებითი დახმარების მოზიდვა მოხდეს მათთვის, ვინც თავის დამოუკიდებლობას იცავს“. 

თანასწორობის მარშის გარდა, ღონისძიების პროგრამა მოიცავს საქველმოქმედო ფესტივალს, საიადანაც შესული თანხები ქვეყნის დამცველებს მოხმარდება. 

ფესტივალი KyivPride, რომელიც კიევის ხელოვნების ცენტრში 9 ივნისს გაიმართება, სხვადასხვა ღონისძიებებით იქნება წარდგენილი: ლექციებიდან და დისკუსიებიდან მასტერკლასებამდე და მუსიკალურ პროგრამამდე.

თანასწორობის მარში კი, კიევში 16 ივნისს გაიმართება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა