GD Banner
პოლიტიკა

პაპუაშვილი: 2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი

რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლამდე ისეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი.

„ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ სხვათა შორის, ამაზეც არის საჭირო საუბარი, რასაც აკეთებს დღეს ოპოზიცია და სიმბიოზი – ოპოზიცია-„ენჯეოების“, ეს ლიბერალური ფაშიზმის რაღაც გამოვლინებები, ეპითეტები, თავდასხმები, გამოჭენება ტელეფონის ნომრების, ოჯახის წევრებზე, შვილებზე შეტევები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ თუ დავფიქრდებით, ვინ აკეთებს ამას, ამას აკეთებენ „ენჯეო“ და ოპოზიციის ლიდერები, ეს სიმბიოზი.

ანუ, ის ხალხი, ვინც ჩვენ, ვთქვათ, პროევროპული ე.წ. პლატფორმიდან გველაპარაკებიან და მათ თავისი მხარდამჭერებიც ჰყავთ ევროპაში. ხომ ვხედავთ, რომ მფარველები და გამომქომაგებლები ჰყავთ. ანუ, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ რიტორიკას, თავდასხმას შვილებზე, სუფთა ფაშისტურ კამპანიებს, აი, ეს არის მათი წარმოსახვით ევროპა. ასეთი ევროპისკენ მივყავართ და ჩვენ ასეთ ევროპაში ვიცხოვრეთ სხვათა შორის.

2012 წლამდე ასეთ ევროპაში ვცხოვრობდით, სადაც ადამიანებს აწამებდნენ ციხეებში და ჩუმად იყო ევროკავშირი. სადაც ადამიანებს რეცხავდნენ, მეცნიერებს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს და ჩუმად იყო ევროპა. სადაც ადამიანებს ქუჩაში დასდევდნენ, ხოცავდნენ, შემდეგ იწყალებდნენ, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეებში და გაოგნდა ამაზე სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო დარჩა სტრასბურგში და ამაზე ჩუმად იყო ევროპა. ყველა ის პოლიტიკოსები, სახეები, რომლებსაც ხედავთ, ბევრი ამ პოლიტიკოსებისა, მაშინაც ლიდერები იყვნენ“, – აცხადებს პაპუაშვილი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა