GD Banner
Uncategorized

პაატა კვიჟინაძე: ჩინეთი ევროპასთან 780 მლრდ-ს ვაჭრობს. მისი ტვირთების მცირე ნაწილიც რომ გადმოერთოს ჩვენი მიმართულებით, პორტებიც და რკინიგზაც მთლიანად დატვირთული იქნება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის სანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გამოეხმაურა.

„თუ ჩვენ გვინდა, 100 მლნ-იან ტვირთბრუნვის მქონე პორტი გავაკეთოთ, მაშინ უნდა მოიძებნოს, თუ სად არის ეს ტვირთი. ეს ტვირთი არის ჩინეთში. რატომ არის? – ძალიან მარტივად! ჩინეთი ვაჭრობს ევროპასთან 780 მლრდ-ს. მისი ტვირთების მცირე ნაწილიც რომ გადმოერთოს ჩვენი მიმართულებით, პორტებიც და რკინიგზაც მთლიანად დატვირთული იქნება“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა