GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება, დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე – ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება” და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

აბაშიძის თქმით, “ომის პარტიას” დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება.

“ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით “ომის პარტიას” და მის გოშიებს – საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება. დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ ქართული საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე ჩვენს ქვეყანაში. ვადაგასული რევოლუციური სცენარები კი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციას წარმოადგენენ მარგინალი ბოროტი ჯამბაზები.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა