GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესშია და მათი დაკვეთით

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხის ინტერესში ვიმოქმედოთ. ეს კანონიც მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა საუბრები უცხოელ დიპლომატებთან და ისინი ყალბი დილემებით შანტაჟში დაადანაშაულა.

„ზოგიერთი დიპლომატი ჩემთან, სხვა თანამდებობის პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: კი მაგრამ, გიღირთ, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს და ამის შემდეგ დამთავრდება თქვენი ევროპული პერსპექტივა? პასუხს აგებთ სააკაშვილი, რომ მოკვდება, რომ თქვენ აღარც კანდიდატის სტატუსი გექნებათ? აი ასეთი პირდაპირი შანტაჟი გვქონდა ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ. ასეთი ყალბი დილემებით შანტაჟი. „გიღირთ, რომ მოკვდეს?“ და რატომ უნდა მოკვდეს? რატომ არ უნდა მოგვცენ [სტატუსი]? ვიღაც რატომ არ უნდა დარეგისტრირდეს? ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული კანონი და, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს კანონმორჩილად, ამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი 84 ხმით მიიღო. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა