GD Banner
პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე – რეფერენდუმი ჩაატარო საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი

ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„განცხადება რაც გავრცელდა ამ საკითხზე, „სტრატეგია აღმაშენებელში“ და არც ჩვენს პარტნიორებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გვიმსჯელია, მაგრამ როგორც ერთი ადამიანისა და დეპუტატის პოზიციას გეტყვით ამ საკითხზე. ჩემთვის ეს ინიციატივა გაუგებარია. რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია, სწორი იყოს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, ისედაც რეფერენდუმი იქნება არჩევნები, ესეც რეფერენდუმი იქნება სინამდვილეში. ვისაც უნდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის შინაარსი არ ესმის.

„არ ვიცი. შეიძლება, უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მე ვხედავ. არ ვიცი, საუბარი რაზეა. ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას. მართალი გითხრათ, შინაარსი კარგად არ მესმის, რაზეა ლაპარაკი. თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რამე სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა