GD Banner
პოლიტიკა

დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს, თუ დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტსა და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას – შალვა პაპუაშვილი

კანონმა თავის დანიშნულება ბევრი მიმართულებით შეასრულა, მათ შორის კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის მიმართულებით, გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორის ეს ნაწილი არის ერთი სიმბიოზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ერთად თავმოყრა დაინახა ქართველმა ხალხმა.

„ხალხმა დაინახა ერთად თავმოყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც თავად ეს პარტიები, ასევე სალომე ზურაბიშვილი და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომლებიც ინაწილებდნენ სცენას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი პროცესების რადიკალიზაციის ავტორები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ „ენჯეოების“ მოწოდებებით ხდებოდა პარლამენტის ბლოკირება, რაც შემდეგ გადაიზრდებოდა ხოლმე პარლამენტსა და პოლიციელებზე თავდასხმაში, ამას აკეთებდნენ ევროპიდან და აშშ-დან დაფინანსებული „ენჯეობი“. დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს თუ დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას. რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, ამან აჩვენა საერთო ჯამში, თურმე რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა