GD Banner
პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი – არ მესმის, პრეზიდენტი ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ელოდება დათანხმებას

ზოგადად, რეფერენდუმის იდეა შეიძლება სწორი იყოს, ეს ამბავი „ქართულ ოცნებას“ ჩვენც შევთავაზეთ, ვინაიდან, საგარეო ნაწილში კონსტიტუცია დარღვეულია, ალბათ, უნდა გავერკვიოთ, რა გვინდა, ევროინტეგრაცია ისევ აქტუალურია თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სწორი მიმართულებით მსჯელობს, მაგრამ შეცდომას უშვებს, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს.

„მგონი, „ქართულ ოცნებას“ ჯერ ეს უნდა გაეკეთებინა და ეს კითხვა ადამიანებისთვის დაესვა, კანონი შემდეგ მიეღო. პრეზიდენტი სწორი მიმართულებით მსჯელობს, მაგრამ შეცდომას უშვებს, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს. მგონი, პრეზიდენტს იმის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ აქეთ გვითხრას რა გავაკეთოთ. მან ფასილიტატორის როლი უნდა შეასრულოს და არა ისე, რომ ყველაფერს მე გადავწყვეტ და თქვენ ხელმოწერები მოიტანეთო. რაც შეეხება ხმების დაცვის ნაწილს, არ მესმის, პრეზიდენტი თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება. ჯერ პარტიებს უნდა დაელაპარაკოს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ელოდება დათანხმებას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა