GD Banner
პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: გვარამიას ნათლულმა [სალომე ზურაბიშვილი], რომელიც უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, საინტერესოა, რატომ მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება და რატომ ჩაკეტა მოლაპარაკებებისთვის გზა თუ მას არ აქვს დაკვეთა უცხოელი ძალებისგან

„ჩვენ სრული შეგნებით ვთვლით, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის ქართული,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო განიხილებოდა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი გარე ძალების დაკვეთას ასრულებს, რაც არის მიზეზი კანონის გარშემო მოლაპარაკებების გზის სასწრაფოდ დახურვის.

„დეპუტატმა მაჭუტაძემ ბრძანა, სამი მოსმენით მიიღეთ ეს ქართული კანონი და გვარამიას ნათლულის ვეტოს ელოდებოდითო? არა ბატონებო. ჩვენ სრული შეგნებით ვთვლით, რომ ეს კანონი არის ქართული.

ახლა მეორე – ჩამობრძანებული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან. ბატონმა ო’ბრაიანმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს ფარგლებში მოტივირებული შენიშვნებით როდესაც წარდგება გვარამიას ნათლული, იქნებ მსჯელობაში შეხვიდეთ და რაიმე კონსენსუსამდე მიხვიდეთო. დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი გასაგებად თქვა – ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ მსჯელობაში თუ მოვისმენთ არგუმენტირებულ, მოტივირებულ შენიშვნებსო.

მიუხედავად ამისა, გვარამიას ნათლულმა, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, საინტერესოა, რატომ მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება და რატომ ჩაკეტა მოლაპარაკებებისთვის გზა, თუ მას კიდევ გავმეორდები, არ აქვს დაკვეთა, იმ უცხოელი ძალებისგან, რომელთა დაკვეთასაც პრაქტიკულად ასრულებს,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა