GD Banner
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის, ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე

რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტმა, ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

„ზეპარტიული პრეზიდენტი, როგორც ამას კონსტიტუცია გვეუბნება და ითვალისწინებს, ვალდებულია, არ ჩაერიოს მსგავს პოლიტიკურ პროცესებში. რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტმა, ქვეყნის ფიქციურმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედროშე და ფანჩატურის ფორმატი შესთავაზა მათ, რაც საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს. ასეთ ფორმატს ყოველთვის მკაფიო, გამოკვეთილი მარცხი მოჰყვებოდა ხოლმე და ახლაც იქნება ზუსტად ანალოგიური შედეგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა – პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,220 ნახვა