GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ არაღიარებაზე, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის საერთაშორისო სამართალი. და აქ არაფერი არავისგან დასამადლებელიც არ გვაქვს

გამაოგნებელი განცხადება იყო და გამაოგნებელი არა იმდენად, რომ ეს განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა, არამედ გამაოგნებელი იმ მხრივ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიცია თავისით არაფერს ლაპარაკობს და სხვადასხვა ჯგუფი აჟღერებინებს მათ შორის ზუსტად ამ ძალას ამ მესიჯებს. ძალიან გამაოგნებელია ეს საკითხი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან სახიფათო და საგანგაშო უწოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის დეპუტატებს ამ განცხადებაზე სწორი რეაგირებისთვის.

„როცა ვსაუბრობთ არაღიარებაზე, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის საერთაშორისო სამართალი. და აქ არაფერი არავისგან დასამადლებელიც არ გვაქვს და არც დასაშანტაჟებელი, როგორც ამას შეეცადა ბატონი მიხეილ დაუშვილი, თითქოს თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. სხვა რამეზე კი არ მიდის დღეს დავა, როდესაც რუსეთს აქვს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომელიც აქვს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს.

ასე გამოვიდა, რომ ბატონი მიხეილ დაუშვილის პირით ვიღაც აჟღერებს, რომ თურმე საერთაშორისო სამართალს კი არ აქვს უპირატესობა და იმიტომ კი არ უჭერს ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,048 ნახვა