GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ნანა ჯანელიძეზე: ეს ქალი ყოფილა “მონანიების” სათადარიგო თუ მეორე რეჟისორი და სცენარისტი. ეხლა კი ვარლამ არავიძის მეთოდებით რომ ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს, სინდისის ერთი ძარღვიც არ აწუხებს?

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში კინორეჟისორ ნანა ჯანელიძეს ეხმიანება, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა მშობლებს უთხრან გაიწვიონ კანონი.

ანჯაფარიძის თქმით, ნანა ჯანელიძე ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს.

„ეს ქალი ყოფილა ცნობილი ფილმის “მონანიების” სათადარიგო თუ მეორე რეჟისორი და სცენარისტი. ეხლა კი ვარლამ არავიძის და ზოგადად საბჭოური მეთოდებით რომ ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს, სინდისის ერთი ძარღვიც არ აწუხებს? ისე, “მონანიების” გადაღებებში და სცენარის დაწერაში რომ მონაწილეობდა, რას ფიქრობდა?“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა