GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე- გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, სცადონ სიტუაციის არევა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაბამისი სამზადისი მიდის, რაც ნიშნავს “მაიდანიზაციის” კიდევ ერთ მცდელობას გარე აქტორების უფრო აქტიური ჩართულობით

“ამ დღეებში გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, კიდევ ერთხელ სცადონ სიტუაციის არევა, ანუ როგორც ერთი მათგანი ამბობს “წინააღმდეგობის დაწყების ეტაპზე გადასვლა.” და “დასავლეთი ხალხის შემართების შემხედვარე სწორედ ხალხს დაუჭერს მხარს.”-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს “მაიდანიზაციის” კიდევ ერთი მცდელობა გარე აქტორების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობით, რასაც ამას უფრო ნათლად დავინახავთ მომდევნო თვეებში.

“გუშინდელი დღიდან მიდის გააფთრებული ფსიქოლოგიური შეტევა და ზეწოლა პარლამენტარების შვილებზე, ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით, ბოლშევიკებსაც რომ არ უკადრიათ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს პათოლოგიური აზროვნების ხალხი ხელისუფლებაში! კარგად წარმოიდგინეთ და გააცნობიერეთ. ამ დღეებში გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, კიდევ ერთხელ სცადონ სიტუაციის არევა, ანუ როგორც ერთი მათგანი ამბობს “წინააღმდეგობის დაწყების ეტაპზე გადასვლა.” და “დასავლეთი ხალხის შემართების შემხედვარე სწორედ ხალხს დაუჭერს მხარს.” ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურ წრეებში ბევრი ფიქრობს ასე და შესაბამისი სამზადისიც მიდის, რაც ფაქტიურად ნიშნავს “მაიდანიზაციის” კიდევ ერთ მცდელობას გარე აქტორების (ვიცით უკვე ვინც!) კიდევ უფრო აქტიური ჩართულობით. ამას ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ მომდევნო თვეებში. და კიდევ, ხალხს ატყუებენ, რომ რუსეთი აქ ომის დაწყებას ვერ გაბედავსო, ხოლო თუ დაიწყო, დასავლეთი დაგვეხმარება და ა.შ. 2008 წელს ზუსტად იგივეს ვისმენდით მათგან და მერე ამის მთქმელნი ერთმანეთს ასწრებდნენ საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გაქცევას.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა