GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე: “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს.

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დაანონსა.

მანვე აღნიშნა, რომ “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”.

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ქართული ქარტიის” შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს აქვს და ექნება აუსრულებელი ნატვრა – ის ვერასდროს გახდება სახელმწიფო მოღვაწე. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა. “ნაცლუზერების” ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “პოლიტიკური ქატო”“, – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა