GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე- გავა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს. ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით და პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ

„გავა მცირე დრო და ყველა დარწმუნდება, უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე, საქართველოს ყველა მეგობარი დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და ამით ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად უადგილო და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამაზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთხელ მაინც აღიარონ სიმართლე და რეალობა.

„საქართველო შეინარჩუნებს, დაიცავს მშვიდობას და უსაფრთხოებას, განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს მუშაობას. ყველა პროფესიონალი, ვინც ჩვენი ქვეყნის საჯარო სიკეთეს, ვინც მოქალაქეებს, ვინც საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა, ჩვეულებრივ განაგრძობს თავისი საქმის კეთებას. ამით ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით, დაპირისპირებით, პირდაპირ პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული აბსოლუტურად უადგილო, არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ, მაგრამ ეს ოპოზიცია მაგაზეც ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იმის თავიც არ ექნება, რომ ეს ყველაფერი შეაფასოს და ერთხელ მაინც თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე აღიაროს სიმართლე და რეალობა.“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა