უკრაინას, რომელიც დასავლეთმა მიატოვა, რომელსაც დასავლეთი იყენებს და ეუბნება, მიდი, უკრაინა, კვლავ იქნები ჩვენი იარაღი, იყავი გარსი გლობალურ ომში რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს კი არ უნდა ეს და აი აქ დაიწყო ძალიან სერიოზული შეჯახება. მგონია, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ აცხადებს უკრაინელი პოლიტოლოგი, ოლეგ სოსკინი Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში “მაგალითი უკრაინას- საქართველომ უარი თქვა, იყოს აშშ-ის, ევროკავშირის და ინგლისის ინსტრუმენტი. დაიწყო გაფრთხილებები”.
სოსკინი საუბრობს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით გამოთქმულ მუქარაზე და დეტალურად განიხილავს საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას.
ვარჰეის მხრიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანას, იგი ტრაგედიას უწოდებს და აღნიშნავს, რომ გამოდის, ევროკავშირის მაღალი ტანამდებობის პირების თანაგრძნობა ფიცოს მიმართ ტყუილი იყო.
“საქართველოზე დაიწყეს ყველაზე მძიმე ფორმებით ზეწოლა, ღია შანტაჟი – აშშ-ის, ბლინკენის და სხვების საუბარი, რომ თუ თქვენ წახვალთ დასავლეთთან, შტატებისგან მიიღებთ ამას და ამას, ხოლო თუ თქვენ არ წახვალთ ამ გზაზე, დავიწყებთ სანქციების დაწესებას ივანიშვილის, თქვენი კომპანიების წინააღმდეგ და მოკლედ, მიგატოვებთ. იგივე დაიწყო ევროკავშირმაც და აი აქ მოხდა ის, რაც აქამდე საჯაროდ არასდროს გამჟღავნებულა. ეს არის პირდაპირი მუქარა, ფიზიკურად გაქრობის თაობაზე, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ოფიციალური საუბრის დროს გამოთქვა ევროკომისარმა (ოლივერ ვარჰეიმ), ე.ი. ადამიანმა, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაშია.
მე არაფერს ვიგონებ, უბრალოდ გიკითხავთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც 2024 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა. რატომ ფიქრობს კომისარი, რომ ეს ყველაფერი (სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს დაჭრა) მას არ შეიძლება მოუვიდეს, აი ეს არის დიდი კითხვა. რა უფლება ჰქონდა, რომ ევროკომისარს ეს ეთქვა? მან ჩამოთვალა მთელი რიგი მუქარებისა და შემდეგ უკვე გადავიდა ღია პარალელიზმზე – ეს ხომ უზარმაზარი ტრაგედიაა, ისინი ხომ თანაუგრძნობდნენ ფიცოს. გამოდის, რომ ბორელის, ფონ დერ ლაიენის, მიშელის მხრიდან ეს თანადგომა ფიცოს მიმართ, ტყუილი იყო.” – აცხადებს სოსკინი.
მისი თქმით, ამგვარი მოვლენის შემდეგ, ყველაზე სწორი იქნებოდა, ვარჰეი თანამდებობიდან წასულიყო, თუმცა, პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკომისრის მსგავსი გზავნილი არა პირადი აზრი, არამედ ევროსტრუქტურებში არსებული განწყობის გამოძახილია. სოსკინი სვამს კითხვას, რუსეთთან, ბელორუსთან და ჩინეთთან შედარებით, მორალურად რამდენად უკეთეს დონეზეა ევროკავშირი, რომელიც უკრაინას გამიზნულად იყენებს იარაღად.
“სინამდვილეში, კომისარი ხომ თავის აზრს არ გამოხატავს. ეს ევროკომისარი, რომელიც, სხვათა შორის, უნგრელია, გამოხატავს ევროკომისიის შეხედულებას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ფიცოზე განხორციელებულ თავდასხმაზე. დაფიქრდით. ესე იგი, ზელენსკი, სხვა დანარჩენები, “შმიგალები”, “სტეფანჩუკები”, „ხალხის მსახურები“, ურსულა ფონ დერ ლაიენები, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მაგრად არის, ისეთი თავისუფლება, თანასწორობა, ძმობაა და იმდენი დემოკრატიაა და სინამდვილეში, შიგნით რა სისტემაა? აქ კიდევ გასარკვევია, ისინი დონის მიხედვით პუტინის ან სი ძინ პინისაგან თუ განსხვავდებიან – უბრალოდ, ისინი ბარხატის ხელთათმანებით მოქმედებენ. მაშინ, საერთოდ უღირს უკრაინას ამ ევროკავშირში შესვლა? როგორ ფიქრობთ? თუ ევრობიუროკრატიის სათავეში გამეფებულია კანიბალისტური წესები.
მე უკვე ამაზე მოგიყევით, რომ ეს ზენაციონალური გეოპოლიტიკური ფორმირებაა, რომელიც ძალიან საშიშია, რადგან ის უკვე ჩამოშორდა ნაციონალურს. ეს პიროვნება (ოლივერ ვარჰეი) უნგრელია და უკვე სრულიად ანტიორბანულ ხაზს ატარებს, ის უკვე გამოხატავს ევროკავშირის უმაღლესი ბიუროკრატიის ინტერესებს. ის ოფიციალურად ევროკომისარია, მან გამოთქვა მუქარები და გააფრთხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მათ შორის, ფიცოს ანალოგია გამოიყენა, რაც ამორალურია და უპრეცედენტო. ამის შემდეგ, წესით, მას უნდა დაეწერა განცხადება და თანამდებობიდან წასულიყო – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი. მაგრამ, მან ხომ ეს თავისით არ გააკეთა, მან ეს იმ შინაარსიდან და იმ ატმოსფეროდან გამომდინარე გააკეთა, რაც გამეფებულია ფონ დერ ლაიენის აპარატში. ეს ჩვენთვის (უკრაინისთვის) მნიშვნელოვანია, ეს მეტყველებს მათ მორალზე და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი თავისი არსით, არაფრით არის უკეთესი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი და კომუნისტური ჩინეთი. რა იქნება უკრაინასთან მიმართებით, თუმცა, უკრაინას ისედაც გათელავენ, რადგან ზელენსკი გამუდმებით მათ წინ მუხლებზე დგას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინას შეგნებულად იყენებენ იარაღად, როგორც ფარს, რომელმაც უნდა დაკეტოს ეს უფსკრული.” – აცხადებს ოლეგ სოსკინი.