GD Banner
პოლიტიკა

ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში.

სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა ახალი განზომილება მიიღო, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებულად ვითარდება და ახალი შინაარსით მდიდრდება.

სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, ემსახურება ჩევენი ერების ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უფრო ფართო რეგიონში – ევრაზიულ სივრცეში და ხსნიან ფასდაუდებელ შესაძლებლობებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ წარმატებულად გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ყველა სფეროში ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთიბების გაფართოების, ჩვენი ერთობლივი ინიციატივების რეალიზების, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართლებით.

ამ დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, მშვიდობას და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,210 ნახვა