GD Banner
პოლიტიკა

პარტია “ახალი” პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” უერთდება – ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას განცხადება

პარტია “ახალი” პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” უერთდება – ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე პარტიის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ განაცხადეს.

“სწორია პრინციპი და მიმართება საზოგადოების კონსოლიდაციის. მცდელობა მთავარი სახელმწიფო მიზნის ირგვლივ, ეს არის ევროპული ინტეგრაცია. რაც შეეხება ტექსტს, ჩემთვის მიუღებელი არაფერი არ არის ამ ტექსტში. ჩვენი პარტია ამ ტექსტს შეუერთდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“მოვისმინეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც გეგმაშია ქარტიაში გაწერილი, რისი შესრულების შემდეგ მოქალაქე იბრუნებს სახელმწიფოს. სახელმწიფოს ექნება გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, გამართული სახელისუფლებო შტოები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოები…” – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა