GD Banner
პოლიტიკა

“ლელო” სალომე ზურაბიშვილის ქარტიას უერთდება

“ლელო” აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას”, – ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და პრეზიდენტის სამოქმედო გეგმასა და “ქართულ ქარტიას” გამოეხმაურა.

„ძალიან დადებითად – მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ მკაფიო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ეს არის გეგმა, რომლის ქვეშ უნდა ავიღოთ ყველა პროევროპულმა პარტიამ ვალდებულება და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როდესაც “ქართული ოცნება” ჩამოშორდება ხელისუფლებას და ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც განახორციელებს სწორედ იმ გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა განაცხადა და რომელიც არის სწორედ გარანტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ლელო” აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას. რამდენადაც ის შეესაბამება მთავარ მიზანს რაც ახლა საზოგადოებას აქვს, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა