GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე: უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ საერთო ეროვნულ ამოცანებზე

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 26 მაისის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

კობახიძის თქმით, დღეს ყველამ უნდა ისაუბროს ეროვნულ ამოცანებზე.

„არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ საერთო ეროვნულ ამოცანებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა