საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, – წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში. იგი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის რამდენიმე პასაჟზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ტყუილები ილაპარაკა.
მაგალითად, გოგავას თქმით, როცა ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტია, ეს ტყუილია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილი არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს.
“საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული.
ზოგიერთი პასაჟის შესახებ: 1. უსირცხვილოდ მიიწერს რუსული ჯარების გაყვანას. რეალობაში ის ჯარები 1999 წლის ეუთო-ს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით გავიდა.
2. ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა. შემდგომში სტალინმა ეროვნული საგანძურის მხოლოდ ნაწილის დაბრუნება ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეძლო. დანარჩენი იმ ემიგრაციამ გაყიდა.
3. ის ამბობს: “დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით” – ეს დიდი ტყუილია. გვაიძულებენ და თან როგორ! ამ ულტრალიბერალურ სიგიჟეებს ყველა ხვრელიდან გვტენიან და ოჯახებში გვივარდებიან. სამიზნე: ჩვენი შვილებია. მცირე ნაწილი უკვე მოწამლეს და აკუნტრუშებენ უკვე რუსთაველზე.
4. ის ამბობს: “მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი” – ტყუილია! ის არის უცხოური კოლონიალური ადმინისტრაციის მეთაური და ასრულებს მეტროპოლიის დავალებებს.
5. ევროპის იდეალიზებას ახდენს, რაც ასევე ტყუილია. ლიბერალური ევროპა საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა ერის იდენტობას, ტრადიციებს, კულტურას, სარწმუნოებას. ამის მაგალითია ქვეყანა, რომელსაც ის ემსახურება და სადაც მორწმუნეთა რაოდენობა 9%-მდე დაიყვანეს.
6. ის ამბობს: “არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ”. უტიფარი ტყუილი! მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მეტი ომი სწორედ ევროპის სახელმწიფოებმა წამოიწყეს. ფაშისტების ომზე სიტყვას არ ძრავს, რადგან მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა ფაშისტურ რეჟიმს ემსახურებოდა, ხოლო ჩვენ იმ ომში 400,000 ქართველო დავკარგეთ.
7. ის ამბობს: “დასავლეთის დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა”. – ტყუილია! ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა მოშლილიყო. 1990 წელს იხვნებოდა 900 ათასი ჰექტარი, 2003 წელს იხვნებოდა 500 ათასი ჰექტარი, ახლა იხვნება 207 ათასი ჰექტარი. ეს გეგმაზომიერად გაკეთდა. 1988 წელს 40 მლრდ დოლარის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქტს ვუშვებდით. ახლა კი ამ რაოდენობის მხოლოდ 5%-ს. და ზოგადად: დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა გაჩერებულიყო, რადგან მსოფლიოში ჭარბწარმოებაა და მათ კონკურენცია არ გავუწიოთ. მათი ინტერესი მხოლოდ სატრანსპორტო სისტემაა, რათა ბუნებრივი რესურსები თავისკენ გადაქაჩონ. და ცხადია, რუსეთთან ჩვენი სამხედრო შეჯახება.
8. ის ამბობს: “ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი” – მაგ ჯარმა 5 დღე იომა და სახალხო ლაშქარმა კი 11 თვე.
9. ის ამბობს: “მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად.” – არავის ვალი არ გვაქვს, აქეთ აქვთ ჩვენი ვალი. 30 წელია დაცალეს რესურსებისგან ქვეყანა, მათ შორის ხალხისგან. წელიწადში 10 მლრდ დოლარზე მეტი სარგებელი აქვთ საქართველოსგან. ეს არის კოლონიალური ძარცვა.
10. ის ამბობს: “უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი.” – დღეს ეს ყველაფერი ლიბერალიზმის მახასიათებლებია, რომელიც სწორედ საბჭოურ იდეოლოგიაზე აგებული.
11. ის ამბობს: “ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად.” – ტყუილია, იქ რეალურად არ გვიშვებენ. მხოლოდ თაფლი შემოიტანეთო. ვაჭრობაში ყოველ წელს 2,5 მლრდ დოლარს გვიგებენ. უვიზო მიმოსვლის წყალობით კი 300, 000 ქართველი წაიყვანეს და მესამედ ფასში ამუშავებენ ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე. ეს კოლონიალიზმია და ჩვენი ხალხის ექსპლუატაცია!
ეს გამოსვლა მისი ბოლოსწინა ლახვარი იყო ქართველი ხალხის ზურგში. ლახვრის ჩაცემას კიდევ ერთხელ შეეცდება არჩევნების შემდგომ და წელსვე, 18 დეკემბერს ყავლი გაუდის. რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ ამ პერსონაჟის მაგალითზე: არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა/არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება. 19 დეკემბერს უნდა გაუქმდეს სააკაშვილის 2004 წლის ბრძანებულება ზურაბიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე და ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს.” – წერს ირაკლი გოგავა.