GD Banner
პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს!

ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, შოთა ხაბარელი, აშშ-ის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა.

მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

“ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! ახალგაზრდების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც აქციაზე დადიოდა: ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?!ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?! ხვდებით რა გეგმები ეშლებათ ამით და რამხელა ბოროტება იმალება ამ ყველაფრის უკან?! კანონზე, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აქვთ დღემდე ამერიკელებს, ისინი თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას გისანქცირებენ!.. თავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების წინააღმდეგ გამოგიყვანეს ქუჩაში! ვითომ ანტირუსული კამპანიით საბჭოთა კამპანიაში ჩაგრთეს! ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს! მოგატყუეს! ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად ნურც ამ სიტყვებით და ნურც იმით, რომ მოტყუვდით. მხოლოდ გამოუცდელობაა, რითაც ისინი სარგებლობენ. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ. გავა დრო და ათასჯერ კარგად შეხედავთ, რა რთულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იმ ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტამდე ოკუპირებულია და მეორე მხრივ, რომლის მართვასაც აგენტურის, და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ხელით ცდილობენ. რომლის მიმართ ინტერესი პაიკის როლია, რომელიც დიდი ფიგურების ინტერესებს უნდა შეეწიროს!.. ჩვენ კი ამას არ ვუშვებთ, სხვები კი ცდილობენ, ჩვენივე ხალხი დაგვიპირისპირონ მათი “გლობალური ამოცანების” განსახორციელებლად. ქვეყნის სიმცირე მონობას არ ნიშნავს, სიამაყით და ღირსებით ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ!” – წერს შოთა ხაბარელი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა