GD Banner
საგარეო პოლიტიკა

სომხეთთან საზღვრის დადგენის პროცესში აზერბაიჯანმა ოთხ სოფელში ეროვნული დროშები აღმართა

სომხეთთან საზღვრის დადგენის პროცესში, 34 წლის შემდეგ პირველად, აზერბაიჯანმა ოთხ სოფელში ეროვნული დროშები აღმართა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დელიმიტაციის სამუშაოების შედეგად განისაზღვრა სასაზღვრო ხაზი 12 კილომეტრის სიგრძით, რამაც უზრუნველყო აზერბაიჯანისთვის ყაზახის რეგიონის ოთხი სოფლის – ბაგანის აირმის, აშაგი ასკიფარის, ხეირიმლისა და ყიზილგაჯილის დაბრუნება. აღნიშნულ სოფლებზე კონტროლი ოფიციალურად დაამყარა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა.

პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარებმა დაიწყეს სახელმწიფო საზღვრის შემოსაზღვრული მონაკვეთების დაცვა ბერქაბერის, ვოსკეპარის და ბაგანისის დასახლებებში. ფაშინიანის თქმით, 2024 წლის 24 ივლისამდე სოფელ კირანცში 5.8 კმ-ის სიგრძის სახელმწიფო საზღვრის შემოსაზღვრული მონაკვეთის დაცვა გარდამავალი სქემით განხორციელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა