GD Banner
პოლიტიკა

 ზეწოლა არ გვიკვირს, მაგრამ ასეთი სახის მუქარა ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ვინც ამას აკეთებს, ფაშიზმის და საბჭოთა რეჟიმის გზაზე დგას-გურამ მაჭარაშვილი

ზეწოლა არ გვიკვირს, მაგრამ ასეთი სახის მუქარა ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ვინც ამას აკეთებს, იმ გზაზეა, რაზეც ფაშიზმი და საბჭოთა რეჟიმი იდგა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სახის მუქარები 90-იანი წლების შემდეგ არც უნახავს.

„ვარჰეი თავად არ ასახელებს იმ კონტექსტს, რა კონტექსტშიც მოიყვანა სლოვაკეთის პრემიერის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. რაც საქართველოს პრემიერმა თქვა, ის კონტექსტი იყო, რადგან სხვა შემთხვევაში დაასახელებდა საკუთარ კონტექსტს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი შემაშფოთებელია, რადგან ასეთი სახის მუქარებსა და ფაქტებს 90-იანი წლების შემდეგ არ შევხვედრილვართ. ხელისუფლებაზე ზეწოლის სხვადასხვა მცდელობა იყო, მაგრამ ასე პირდაპირ, სატელეფონო საუბრის დროს ასეთი ფაქტების მოყვანა სად, როგორ და რისთვის ხდებოდა, კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ზეწოლა არ გვიკვირს, მაგრამ ასეთი სახის მუქარა იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, როცა დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვიცავთ და ვინც ამას აკეთებს, უკვე იმ გზაზე დგას, რაზეც იდგა ფაშიზმი და საბჭოთა რეჟიმი. ეს ყველაფერი როგორ დასრულდა, ისტორიამ კარგად იცის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა