თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში დღეს 13:00 საათიდან ჩაეშვება. ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.
ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია: 1. ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 2. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას. 3. მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.
ევრო 2024 ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ავიაკომპანია 23 ჩარტერულ ფრენას განახორციელებს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air EURO 2024-ის მატჩებზე მორგებულ დამატებით 12 რეისს შეასრულებს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე wizzair.com, ასევე დღეიდან იქნება შესაძლებელი.