GD Banner
პოლიტიკა

ლუკა ეხვაია პრემიერის მიმართ მუქარაზე: ჩვენს მთავრობაზე გაუგონარი მუქარა და შანტაჟი მიმდინარეობს, რაც მთელი საზოგადოების ღირსების გათელვა და შეურაცხყოფაცაა, ამ დროს კი, მარგინალური ჯგუფები კვლავ მათთვის ერთადერთ სახასიათო პრაქტიკას – პრიმიტიულ, მჩატე ღლიცინს აგრძელებენ

დასავლეთი საბოლოოდ შიშვლდება, გარშემო არნახული სისწრაფით იცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რაც ჩვენზეც სარკისებურად ირეკლება – ჩვენს მთავრობაზე და წამყვან პოლიტიკურ ფიგურებზე გაუგონარი მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რაც ჩვენი მთელი საზოგადოების ღირსების გათელვა და შეურაცხყოფაცაა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია წერს, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან მთავრობის მეთაურის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზეა საუბარი.

ეხვაია ყურადღებას ამახვილებს ოპონენტების გამიზნულ მცდელობაზე, გააუბრალოონ და შეთქმულების თეორიის სიბრტყეში გადაიყვანონ სახელმწიფოს წინაშე არსებული რეალური საფრთხეები, რაც, მისი თქმით, რადიკალების ბრალეულობის მიჩქმალვას და რეალური გეოპოლიტიკური სურათის დამახინჯებას ემსახურება.

“დასავლეთი საბოლოოდ შიშვლდება, გარშემო არნახული სისწრაფით იცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რაც ჩვენზეც სარკისებურად ირეკლება – ჩვენს მთავრობაზე და წამყვან პოლიტიკურ ფიგურებზე გაუგონარი მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რაც ჩვენი მთელი საზოგადოების ღირსების გათელვა და შეურაცხყოფაცაა. ამ დროს კი ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ნაცვლად საზოგადოების კონსოლიდაციისა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ, რის წინაშეც დღესდღეობით ჩვენი სახელმწიფო დგას, მარგინალური ჯგუფები კვლავ მათთვის ერთადერთ სახასიათო პრაქტიკას აგრძელებენ და პრიმიტიულ, მჩატე ღლიცინს აგრძელებენ. ერთი რამ, რაც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ისაა, რომ ამ მარგინალების მიერ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების გაუბრალოება და გამიზნულად კონსპირაციული თეორიების სიბრტყეში გადაყვანა, მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება, საკუთარი ბრალეულობის მიჩქმალვასა და რეალური გეოპოლიტიკური სურათის დამახინჯებას.” – წერს ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,210 ნახვა