GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

გია აბაშიძე: მმართველ გუნდს არ ეშინია ბინძური შანტაჟისა და მუქარის „გამჭვირვალობაზე კანონის“ მიღების გამო – დესტრუქციულ ძალებს ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ

ნუ ჰგონიათ “გლობალურ ომის პარტიას” და მათ ზნედაცემულ ნაცვასალებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სუსტია – საჭირო დროს ყველაფერი გამოაშკარავდება. მწარე სიმართლის გამომზეურებისგან ძრწოლა და კბილთა ღრჭენა იკითხონ იმ ავაზაკმა რადიკალებმა, რომლებსაც საქართველო “სატესტო ლაბორატორია” ჰგონიათ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს“. აბაშიძის თქმით, მმართველ გუნდს არ ეშინია ბინძური შანტაჟისა და მუქარის „გამჭვირვალობაზე კანონის“ მიღების გამო.

მანვე აღნიშნა, რომ დესტრუქციულ ძალებს ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. „ნუ ჰგონიათ “გლობალურ ომის პარტიას” და მათ ზნედაცემულ ნაცვასალებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სუსტია – საჭირო დროს ყველაფერი გამოაშკარავდება. მწარე სიმართლის გამომზეურებისგან ძრწოლვა და კბილთა ღრჭენა იკითხონ იმ ავაზაკმა რადიკალებმა, რომლებსაც საქართველო “სატესტო ლაბორატორია” ჰგონიათ. არავის ეშინია ბინძური შანტაჟისა და მუქარის გამჭვირვალობაზე კანონის მიღების გამო. ასეთ დესტრუქციულებს ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა „რადიო თავისუფლების“ სტატიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, „ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს მმართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით“. „ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად. ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები”, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა“, – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,311 ნახვა