GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, ყოველთვე ჩნდება მსოფლიო რუკაზე ახალი ქვეყანა, რომელიც საკუთარი დემოკრატიის დასაცავად გამჭვირვალობის კანონს იღებს

ფაქტობრივად, ყოველთვე ჩნდება მსოფლიო რუკაზე ახალი ქვეყანა, რომელიც საკუთარი დემოკრატიის დასაცავად გამჭვირვალობის კანონს იღებს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„ყველაზე მეტად რაც პარტნიორულ ურთიერთობებს და ჯანსაღ პროცესებს ვნებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და სწორედ ორმაგი სტანდარტია, როდესაც ცალკეული ქვეყნები საკუთარი დემოკრატიების დასაცავად გამჭვირვალობის ინიციატივას იღებენ და ჩვენს ქვეყანაში ამას ეწინააღმდეგებიან“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მაშინ, როცა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა, მსგავსი კანონი ევროკავშირის წევრ საფრანგეთში მიიღეს. უცხოური გავლენის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტი დაინიცირდება ნატოს წევრ თურქეთშიც, რომელიც საქართველოსთან შედარებით გაცილებით მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანალოგიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს სერბეთიც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა