პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.
“ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ. წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი…” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box