GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე-ყველამ კარგად იცის, რომ ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა „რუსულ ჭაობში“ კი არ მიჰყავს, არამედ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დემოკრატიას. ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს და ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს მიიჩნევს პრიორიტეტულად

“მგონი აღარავის ახსოვს, რომ ლამის მესამე მსოფლიო ომია დაწყებული, უკრაინის ომში მსხვერპლი მილიონს მიუახლოვდა, ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომის მსხვერპლის რაოდენობა ათეულ ათასობითაა. ამ დროს ნატოსა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები საქართველოში დემოკრატიის ბედით არიან “შეძრწუნებულები”, განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთი კანონის გამო”- წერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე. როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს დღეს “გამჭვირვალობის კანონი” მსოფლიოს ნომერ პირველი პრობლემა გახდა. მისი თქმით, ყოველდღიური პროპაგანდითა და ტვინების გამორეცხვით, ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებისგან შექმნან მტრის ხატი, რომელსაც „ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს“, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა „რუსულ ჭაობში“ კი არ მიჰყავს, არამედ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დემოკრატიას. უფლებადამცველის თქმით, ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს და ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს მიიჩნევს პრიორიტეტულად. “რატომ გვებრძვის მთელი მსოფლიო?

მთელი მსოფლიო დაირაზმა საქართველოს „გადასარჩენად“: პოლიტიკოსები, იურისტები, დეპუტატები, ბიუროკრატები, მინისტრები, პრეზიდენტები, ჩინიანები და უჩინოები, ყველანი ერთხმად გვიმტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანა უფსკრულში („რუსულ ჭაობში“) იჩეხება და რომ ამის გამო ჩვენთვის ევროპის, ანუ ცივილიზებული სამყაროს კარი იკეტება. მთელი მსოფლიოს ამ წუხილის დემონსტრირებაში საკონტროლო გასროლის ფუნქცია იკისრა ვენეციის კომისიის უცნაურმა პოლიტიკურმა დასკვნამ, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „არა რუსულ კანონს“! მგონი აღარავის ახსოვს, რომ ლამის მესამე მსოფლიო ომია დაწყებული, უკრაინის ომში მსხვერპლი მილიონს მიუახლოვდა, ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომის მსხვერპლის რაოდენობა ათეულ ათასობითაა. ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდება, ლტოლვილი უკრაინელების და პალესტინელების რაოდენობაც. მათი რიცხვი ჯამში მილიონობით იზომება, ამ დროს ნატოსა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები საქართველოში დემოკრატიის ბედით არიან “შეძრწუნებულები”, განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ერთი კანონის გამო. მოკლედ, დღეს ეს კანონი გახდა მსოფლიოს #1 პრობლემა! გვინდა დავიჯეროთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ბედზე ჩემზე და თქვენზე მეტად არიან შეშფოთებულ-შეწუხებულები, მათი უმწვავესი განცხადებები, ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავალზე ზრუნვით არის ნაკარნახევი, მაგრამ რა ვუყოთ ამ ოხერ გამოცდილებას, რომელიც გვახსენებს, რომ ამ ხალხს ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა საქართველოში დემოკრატიის, თავისუფალი მედიის, ჩვენი ადამიანური უფლებებისა და ღირსების, ჩვენი სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, როცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობად წოდებული მოძალადეთა და მკვლელთა ჯგუფები გლეჯდნენ ამ ქვეყანას, როცა არავინ იცოდა, დილით სახლიდან გასული, დაბრუნდებოდა თუ არა ცოცხალი უკან, აღმოჩნდებოდა თუ არა სოდისა და კუდის სარდაფში, ქუჩაში მოკლავდნენ თუ ჯერ აწამებდნენ, გააუპატიურებდნენ თუ შვილებსა და მთელ ოჯახს დაუჭერდნენ და ა. შ. კიდევ შეიძლებოდა რაღაც გამართლება მოგვეძებნა იმ სისხლიანი 9 წლის დროს მათი „უცნაური დუმილისთვის“, გვეცადა,

რაღაც პოლიტიკური თუ დიპლომატიური მიზანშეწონილობებით აგვეხსნა ეს ყველაფერი, რომ დღესაც არ ვხედავდეთ, თუ როგორი სიცრუის მორევში ცურავენ ისინი და ცდილობენ ჩვენც ამ მორევში ჩაგვახრჩონ. სხვას რას უნდა მივაწეროთ მათი მხრიდან დღესაც ყველა იმ სისხლიანი ლიდერის მფარველობა, რომლებიც სწორედ ამ რეჟიმის შემოქმედები იყვნენ – იქნება მათ მიერ პოლიტდევნილად გამოცხადებული ყაჩაღი კეზერაშვილი, მათ მიერვე ასევე პოლიტდევნილ მედია-მენეჯერად და ლამის გმირად შერაცხული, რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი პროკურორი, იდეოლოგი გვარამია და სხვები. აღარაფერს ვამბობთ ლუქს-პალატაში განთავსებულ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის მათ თავგანწირულ ბრძოლაზე, რომლის ნაწამებად და მძიმედ დაავადებულად წარმოსაჩენად ყველაფერი იკადრეს, დაწყებული მტკნარი ტყუილებიდან, დამთავრებული „თავზარდაცემული და შეშფოთებული“ ევროპელი ელჩების დემარშით. ყოველდღიური პროპაგანდითა და ტვინების გამორეცხვით, ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებისგან შექმნან მტრის ხატი, რომელსაც „ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს“.

ცდილობენ ყველას დარწმუნებას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემა ნათელი მომავლის არჩევას, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება რუსულ ჭაობში დაბრუნებას ნიშნავს. დარწმუნებულები თუ არიან, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 80-85%-ს სწორედ ევროპაში სურს, მაშინ რით აიხსნება მათი ასეთი აღგზნებულ- შეშფოთებულ-აღშფოთებულება, რატომ ვერ იცდიან არჩევნებამდე 4-5 თვე, რომ მათ პოზიციაზე მყოფმა ამომრჩეველთა 80-85%-მა ცივილიზებულად შეცვალოს „ოცნების“ ხელისუფლება, ახალმა ხელისუფლებამ კი მშვიდად გააუქმოს ეს ქვეყნის დამაქცევარი „რუსული კანონი“? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: მართალია ყველას არწმუნებენ, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა „რუსულ ჭაობში“ კი არ მიჰყავს, არამედ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დემოკრატიას. ნაც-ტელევიზიების მიერ ყოველდღიური ტვინების გამორიცხვის მიუხედავად მოქალაქეთა უმრავლესობამ კარგად იცის ის, რის გამოც არჩევნების გზით ოპოზიციას „ოცნების“ ხელისუფლების დამარცხების პერსპექტივა არ გააჩნიათ. ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს და ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესებს მიიჩნევს პრიორიტეტულად.”-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,298 ნახვა