GD Banner
სპორტი

ევროპა ლიგის გამარჯვებული „ატალანტა“ გახდა⚽

ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტამ“ „ლევერკუზენი“ 3:0 დაამარცხა და 61-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. მატჩის გმირი ნიგერიელი თავდამსხმელი ადემოლა ლუკმანი იყო, რომელმაც ჰეტ-თრიქი შეასრულა. აფრიკელმა შემტევმა თავი მე-12, 26-ე და 75-ე წუთებზე გამოიჩინა.

„ატალანტამ“ 1963 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ტიტულის მოგება, რაც გუნდის თავკაცის, ჯან პიერო გასპერინის სამწვრთნელო კარიერაში ასევე პირველი ტიტულია.

„ლევერკუზენი“ კი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და გუნდის 51-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა