მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჯერ პრემიერი გამოვიდა და ყველა ბრიფინგზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩებთან მიმართებითაც კი გაკეთდა განცხადებები, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მზად ვიყავით დისკუსიისთვის საჯარო ფორმატში, ღია ფორმატში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში, საზოგადოებას არ მოუსმენია არგუმენტირებული განცხადებები, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპას და ევროპულ მომავალს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მაინც დატოვა სივრცე და ვეტოს ფარგლებში გამოთქვა სრული მზადყოფნა, შინაარსობრივად სწორი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.
„თუ არის რაიმე კითხვები, თუ არის შენიშვნები, ეს, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნული კანონი.
ამდენი ხანია ვაკვირდებით პროცესს, ამდენი ხანია მიმდინარეობს პროცესი, მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, თუ რა არის პრობლემა შინაარსობრივად და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს. მე არ მომისმენია, ეგეთი განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს. არის ზედაპირული განცხადებები და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავტოვეთ სივრცე და განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში თუკი მოიტანთ რამე შინაარსობრივ საგანს, რისი შეცვლა შეიძლება, რაზე შეგვიძლია წავიმუშაოთ – ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ ვეტოს ფარგლებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ რაღაცები, თუ შინაარსობრივად სწორი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს და იმ ფორმით, როგორითაც არის წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, შევა ძალაში.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი – მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, რატომ ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს?
Facebook Comments Box