GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი “Politico”-ს ინფორმაციაზე: ჩვენს სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან და ქართული კანონიც სრულად ჯდება დემოკრატიულობის ჩარჩოებში, თუკი ამერიკელებს სურთ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, ლობისტების ვირტუალურ აღქმებს არ უნდა დაეყრდნონ

ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო საკითხებს – მივესალმებით, ოღონდ სავაჭრო პირობად არ დავაყენებდით. აქედან გამომდინარე, აშშ-მა სწორედ თავის ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გაანალიზოს საქართველოში არსებული რეალური ვითარება, – ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

ექსპერტისთვის გაუგებარია, თუ რატომ იწუნებენ ამერიკელები გაცილებით ლმობიერ გამჭვირვალობის კანონს საქართველოში, როდესაც აშშ-ში იგი ბევრად უფრო მკაცრი სახით მოქმედებს. მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან და ქართული კანონიც სრულად ჯდება დემოკრატიულობის ჩარჩოებში.

“ამერიკის შეერთებული შტატები რომ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა, თავის ეკონომიკური თუ სამხედრო სიძლიერით, თავისი რესურსებით ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ამჯერად, რესურსებზე საუბრისას მინდა ყურადღება არა ბუნებრივ რესურსებზე, არამედ პოლიტიკურ რესურსებზე და შესაძლებლობაზე გავამახვილო, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, თუ რა სახის ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გაანალიზება ხელეწიფებათ თუნდაც საგარეო მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ ძალიან კარგად იციან მათი ინტერესის არეალში მოხვედრილ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური რეალობა. მეორე, თუ ვიღაც ვიღაცებს ამ რეალობის ისე დანახვა არ სურთ და მაინც ცდილობენ მოვლენები არც თუ ისე ზუსტად შეაფასონ და შესაბამისად გეგმები რბილად, რომ ვთქვათ, არასერიოზულად ჩანს. სხვა რა უნდა ვთქვათ, პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთი კონგრესმენის მიერ სავაჭროდ შემოგდებულია ისეთი თემა, როგორიც სუვერენიტეტის საკითხია. გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიწუნო გაცილებით ლმობიერი ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უფრო მკაცრი სახით შენც გაგაჩნია და ლამის უკვე მთელ ევროპასაც. ჩვენ სახელმწიფოს არ გადაუხვევია დემოკრატიული განვითარების გზიდან და ქართული კანონიც, სრულად ჯდება დემოკრატიულობის ჩარჩოებში.

თუკი ამერიკელებს სურთ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება, პირველ რიგში ლობისტების ვირტუალური რეალობის აღქმებს არ უნდა დაეყრდნონ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, სავაჭრო ურთიერთობებისა და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო საკითხებს – მივესალმებით, ოღონდ სავაჭრო პირობად არ დავაყენებდით. სწორედ აქედან გამომდინარე, აშშ-მ სწორედ თავის ლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შეხედოს და გაანალიზოს საქართველოში არსებული რეალური ვითარება. შედეგად კი ზუსტად ეცოდინებოდა ორმხრივი სტრატეგიული მეგობრობის ურთიერთსასარგებლო და მისაღები წინადადებები.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა