GD Banner
პოლიტიკა

კახა კალაძე- მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი


„ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება.

„მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოსული იყო თუნდაც, ოჯახის სიწმინდის დღეზე რა თქმა უნდა, ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და ესეც კიდევ ერთი მესიჯი იყო იმისა, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“-განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,655 ნახვა