GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ – არ შეიძლება?… ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება….. ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის… მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასებელია – სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას – ნუთუ არ არის ამის დრო?… – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია გამოცემა POLITICO-ს სტატიას, სადაც წერია, რომ თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.

ლატარია აღნიშნავს, რომ საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს.

„რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი რაიმეს რომ შეგვპირდება და არ შეასრულებს, ზუსტად ერთ წელიწადში ვდებთ მიწაში და მისი აღარაფერი გვინდა და არც გვჯერა.. 30 წელზე მეტია ამერიკა გვპირდება ყველაფერს, მაგრამ არაფერი შეუსრულებია და საქართველოს ისტორიაში პირველად, პატარა, საწყალმა საქართველომ უპასუხა ამერიკას, რომ მხოლოდ შეპირებებისა და ცარიელი სიტყვების დრო დამთავრდა და დროა, რეალურ ქმედებაზე გადახვიდეთო – უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ… საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი თუ 30 წელი ცალმხრივად მოქმედებს – არ უნდა შეგახსენოთ ეს ყველაფერი? არააა?….!!!

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ – არ შეიძლება?… ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება….. ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის… მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასაბელია – სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას – ნუთუ არ არის ამის დრო?…“, – წერს ირაკლი ლატარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა