GD Banner
საზოგადოება

ახალგაზრდები უკანა ეზოებიდან მორბენალ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემენ – გუბაზ სანიკიძე

„ახალგაზრდები უკანა ეზოებიდან მორბენალ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემენ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური კავშირი ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის.

„ამ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ და მივცეთ მოტივაცია იმისთვის, რომ მოვიდნენ არჩევნებში და ერთ ოპოზიციურ დიდ გაერთიანებას დაუჭირონ მხარი, თორემ ცალ-ცალკე ამ ახალგაზრდებზე ნადირობას რომ დაიწყებენ პარტიები, ძალიანაც მიქარავენ, ვერავის ხმას ვერ მიიღებენ.

ეს ახალგაზრდები უკანა ეზოებიდან მორბენალ პოლიტიკოსებს პატივს არ სცემენ, გონი დავრწმუნდით ამაში, მიტინგებზეც ხომ დავრწმუნდით. ტაშისცემა, დიდი აღფრთოვანებები და მოწონებები მაინცდამაინც არ ისმის, როცა პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ ხალხნო, შეკვეთას უკვე ესენი გვაძლევენ, ანუ უნდა მოხდეს პოლიტიკური კავშირი ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის“, – აცხადებს სანიკიძე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,298 ნახვა