GD Banner
პოლიტიკა

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი მა­რი­ამ ლაშ­ხის განცხადებაზე- ეს იყო პირობითი შედარება, რომელსაც „ენჯეოებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ფაშისტური კამპანია მოჰყვა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ მა­რი­ამ ლაშ­ხის მიერ “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­სა“ და მა­სო­ნებ­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას “პი­რო­ბით შე­და­რე­ბას“ უწო­დებს და მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კას “ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ად“ აფა­სებს.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, “ენ­ჯეო“-“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიმ­ბი­ო­ზი, ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის სიმ­ბი­ო­ზად იქცა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ისე, ფა­შის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ლეკ­ვას, ჩა­რე­ცხვას, გა­რიყ­ვას ცდი­ლობს“.

“ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის “ტრო­ი­კა“ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კითხს კარ­გად ვიც­ნობთ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ზი­ზღის კამ­პა­ნი­ის მო­ქოქ­ვა რო­გორ იცი­ან, ვი­ცით. ეს სიმ­ბი­ო­ზია “ენ­ჯეო“-“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“, რო­მე­ლიც უცხო­ე­თი­დან არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის სიმ­ბი­ო­ზად იქცა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ისე, ცდი­ლობს, ფა­შის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ლეკ­ვას, ჩა­რე­ცხვას – “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ რომ უყ­ვარ­და, გა­რიყ­ვას. ეს მო­წო­დე­ბე­ბი გვეს­მის რა ხა­ნია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნი­აა, რაც უცხო­ე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა. ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან “ენ­ჯე­ო­ე­ბი“ და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის სა­ხე­ლით ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ებს აწარ­მო­ე­ბენ. ამ დო­ნემ­დე მი­ვი­და ევ­რო­პის წარ­მო­ჩე­ნა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან. “ვუ­ლო­ცავ“ “ენ­ჯე­ო­ე­ბის“ დამ­ფი­ნან­სებ­ლებს, რომ ისი­ნი ფა­შის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან, ეს ძირს უთხრის თა­ვად ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­ტიჟს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებს, მი­თი­თე­ბებს, მგო­ნი, თუ ამ ფა­შის­ტურ კამ­პა­ნი­ას არ ავ­ყვე­ბით და შევ­ხე­დავთ, რაზე იყო სა­უ­ბა­რი – ეს იყო პი­რო­ბი­თი შე­და­რე­ბა. კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ და ვი­ნა­ი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი ეკი­თხე­ბო­და, რას გუ­ლის­ხმობ­თო, გა­ა­კე­თა შე­და­რე­ბა, რა აღ­ქმე­ბიც არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მი­მართ. პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია და რო­დე­საც “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ა­ზე“ ვსა­უბ­რობთ, ამა­ში შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­აზ­როთ ყვე­ლა ის ჯგუ­ფი და კავ­ში­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უბიძ­გებ­დნენ იმის­კენ, რომ აქ არე­უ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა მა­რი­ამ ლაშ­ხმა ბრი­ტა­ნულ პოდ­კასტ The News Agents-ზე სა­უბ­რი­სას “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ მა­სო­ნებს შე­ა­და­რა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა