GD Banner
პოლიტიკა

პრემიერი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის პრემია 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე განკარგულებას დღეს განიხილავენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებულია პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის რაოდენობით. ჩვენ მსჯელობა გვქონდა კულტურისა და სპორტი სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა და 3 მილიონ ლარამდე. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – აღნიშნა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა