საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. პრემიერმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.
„პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და მინდა მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. ძალიან დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.
Facebook Comments Box