GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უცხო ძალების საკონტროლებლად კანონი, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული?

უცხო ძალების საკონტროლებლად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული? თუ იქ არის ევროპული, ჩვენთან რატომ არის ეს ყველაფერი არაევროპული?, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

კირცხალიას თქმით, უცხო ძალების საკონტროლებლად კანონთან დაკავშირებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მათ კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა გაუჩნდათ.

„ზოგადად, გვქონდა ერთი მთავარი კითხვა ყველასთან, ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით, ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის გარეთ – თუ რომელი პუნქტი თავისი არსით ან თვისობრივად, რა არის ამ კანონში ისეთი, რომელიც ევროპას გვაშორებს და რომელიც არის არაევროპული?! ქალბატონი ურსულას განცხადების შემდეგ ამას დაემატა მეორე რიტორიკული კითხვა, რომ თუ ეს პათოსი, რისთვისაც არის ზოგადად ეს კანონი, ევროპისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა უცხო ძალების საკონტროლებლად, რატომ არ შეიძლება ეს იყოს ჩვენი ქვეყნისთვის? თუ იქ არის ევროპული, ჩვენთან რატომ არის ეს ყველაფერი არაევროპული?“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა