GD Banner
პოლიტიკა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

ირანის პრეზიდენტის, იბრაგიმ რაისის ვერტმფრენში მჯდომი ყველა მგზავრი დაღუპულია. ასევე დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები,- ამის შესახებ ირანის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ადგილმდებარეობის აღმოჩენისას არანაირი ნიშანი ცოცხალი მგზავრებისა არ აღმოჩნდა“,-განაცხადა მან IRIB-ის ეთერში.

ირანის პრეზიდენტთან ერთად, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰოსეინ ამირ აბდოლახიანი, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რახმატი და თებრიზის იმამი მოჰამედ ალი ალე ხაშიმი.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა