იბრაჰიმ რაისის ნაცვლად, დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა, ის თანამდებობაზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობით დაინიშნა.
მოჰამად მოჰბერია თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის თანახმად კი, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში გაიმართება.
ირანის პოლიტიკური წყობა ასეთია – სახელმწიფო მეთაურად ითვლება ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ხოლო მთავრობის მეთაურად – ქვეყნის პრეზიდენტი.
ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.