GD Banner
უცხოური მედია

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმედ დაშვების“ შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას გაუჭირდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელბშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა