აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია.
„რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხების ნებით. ჩვენს საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია. თუკი ვინმეს – აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყნების ლიდერებს – უნდათ მიაღწიოს რაიმე შედეგებს ამ რეგიონში, მაშინ დაე, დაგველაპარაკონ. დღემდე, უადგილო და არასაჭირო ჩარევას რაიმე სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“, – განაცხადა ალიევმა.
Facebook Comments Box