რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ.
მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით მივიდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.
Facebook Comments Box