GD Banner
საზოგადოება

თსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტში მომხდარ პროვოკაციაზე:„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ჩაეშალა სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება გვსურდა, ხელი შევუშალეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან“ საუბრობს.

როგორც სტუდენტი აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სცადა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა, თუმცა იმ სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციაზე დასწრება სურდა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„წესისამებრ ჩვენ გვსურდა, რომ დავსწრებოდით ბატონი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ლექციას, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეეცადა პროვოკაცია მოეწყოთ და ჩაეშალათ სალექციო პროცესი, თუმცა სტუდენტების მეორე მხარემ, რომლებსაც ლექციაზე დასწრება გვსურდა ხელი შევუშალეთ. ამას უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა და თითქმის ყოველ შაბათს ცდილობენ, რომ ჩაშალონ სალექციო პროცესი“, – განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა.

ცნობისთვის, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და სტუდენტებს, ლექციის ჩაშლისკენ მოუწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,309 ნახვა