განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობას ეხმიანება.
„ეს იყო საქართველოს კიდევ ერთხელ გაერთიანების, ერთობის დღე, რომელშიც გამოიხატა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცალსახად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველო არის ერთიანი იმ საკითხში, რაც ეხება ეროვნული ღირებულებების დაცვას, რომ ქართული სახელმწიფო, მისი სიძლიერე ოჯახსა და ოჯახის სიწმინდეზე დგას, რომ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, წინსვლა და ღირსებით სვლა წინ, ევროპული ოჯახისკენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
Facebook Comments Box