GD Banner
სპორტი

„სრულყოფილებამდე მისვლა შეუძლია“ – კალცონა კვარაცხელიას გოლის შემდეგ

„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ფიორენტინოს“ კარში გატანილ ეფექტურ გოლს გამოეხმაურა

მისი შეფასებით, „კვარას“ შეუძლია, სრულყოფილებამდე დაიხვეწოს.

„კვარა“ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ის ახალგაზრდაა და პერიოდულად, შეიძლება თამაში არ გამოუვიდეს, მაგრამ როდესაც მოთამაშის ხარისხი ნორმაზე მაღალია, მას დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ის 22 წლის არის და ჩემი თვალთახედვით, თითქმის ჩემპიონია, სრულყოფილებამდე მისვლის შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა კალცონამ.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ნაპოლისა“ და ფიორენტინოს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა