GD Banner
უცხოური მედია

ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმისთვის აშშ-ის მოქალაქეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერზე, ნენსი პელოსზე თავდასხმისთვის აშშ-ის მოქალაქეს, 44 წლის დევიდ დეპეიპს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ CBS იუწყება.

ნაფიცმა მსაჯულებმა დევიდ დეპეიპი ფედერალური თანამდებობის პირის გატაცების მცდელობასა და მის ნათესავებზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს.

განაჩენი სან-ფრანცისკოს სასამართლომ გამოიტანა. პროკურატურა დეპეიპისთვის 40-წლიან პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე – 14 წლიანი პატიმრობით შემოიფარგლებოდა.

დაცვის მხარის არგუმენტები მოსამართლემ არ გაიზიარა და დეპეიპის განცხადებები მოიყვანა, რომ ის სხვა თავდასხმებსაც მოაწყობს, შესაბამისად, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია.

ცნობისთვის, 2022 წლის 28 ოქტომბერს დევიდ დეპეიპი სან-ფრანცისკოში ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის მძევლად აყვანას სცადა. მან პელოსის ქმარს, პოლ პელოსს ჩაქუჩით თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგად მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ასევე პოლ პელოსს ხელი ჰქონდა დაზიანებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,806 ნახვა