GD Banner
პოლიტიკა

უცნობის შვილი: ვინც ჩუმად მყოფი ადამიანების ხმაურს გრძნობთ, ჩვენც გვახსოვს ყველაფერი, თან ძალიან მძაფრად! სანამ მოღალატე რუსებად გამოაცხადებთ ხალხს, ვინც თქვენნაირად არ ვფიქრობთ, პირში წყალი ისე ჩაიგუბეთ, როგორც 2012 წლამდე აკეთებდით!

„ჩემი ქვეყანა არის ჩემი ოჯახი, მეგობრები, ის ურთიერთობები, რის გამოც ყველაზე მეტად მიყვარს საქართველო! თუ ეს ყველაფერი დაიკარგა, დანარჩენი ყველაფერი ფასს კარგავს!“ – ამის შესახებ მომღერლისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის [უცნობი] შვილი, ირინა გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„ვინც ჩუმად მყოფი ადამიანების ხმაურს გრძნობთ, ჩვენც გვახსოვს ყველაფერი, თან ძალიან მძაფრად! დათვლილიც მყავხართ ყველა! მაგრამ ჩემთვის შევინახე და გავაგრძელე თქვენთან ურთიერთობა!

სირცხვილია და მაგრა ტეხავს, „სვეტებო“,

და ისე?

რუსებზე სახლებს ყიდით? აქირავებთ?

რუსებს კაფეებში ხელგაშლილი ხვდებით?

მოსკოვში დაფრინავთ პირდაპირი რეისით „საქმეების მოსაგვარებლად“?

რუსეთში ნაშოვნი ფულით ცხოვრობთ?

წითელ ხიდზე იდექით 2008-ში?

შენს ქვეყანაში დევნილებს ჩამოთრეულ ლტოლვილებს ეძახდი?

2008 წლის ომის მერე ისე ეხმარებოდით თქვენივე ქვეყნის დევნილებს, როგორც უკრაინელებს?

2008 წლის ომის მერე შეწყვიტე რუსეთში კონცერტების ჩატარება?……………….აღარ გავაგრძელებ.

ხოდა, ფლიდობა ჰქვია ამ ყველაფერს მეგობრებო! სანამ მოღალატე რუსებად გამოაცხადებთ ხალხს, ვინც თქვენნაირად არ ვფიქრობთ, პირში წყალი ჩაიგუბეთ! ისე ჩაიგუბეთ, როგორც 2012 წლამდე აკეთებდით!

მადლობა, მაინც მიყვარხართ“, – წერს ირინა გაჩეჩილაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,192 ნახვა